ბაიერნი ჩელსისთან ნიკოლას ჯექსონის თაობაზე მოლაპარაკებებს აგრძელებს და წესით, სულ მალე ყველაფერი უნდა დასრულდეს.
იქამდე გთავაზობთ ბაიერნის გულშემატკივრების კომენტარებს და შეფასებებს:
"კეინიდან ჯექსონამდე იგივეა, რაც რონალდუდან მარიანომდე"
"ეს როგორ დავიჯერო? ბაიერნი სერიოზული ორგანიზაცია მეგონა"
"ამდენ წვალებას, უბრალოდ 10 მილიონით მეტი გადაიხადეთ ვოლტემადეში"
"ბაიერნს ექსპერიმენტული მწვრთნელი არ ეყო და ახლა ფეხბურთელებზეც იგივე პოლიტიკა გადააქვს?"
"წარმომიდგენია კეინის არყოფნაში ჯექსონის იმედად დარჩენილი ბაიერნი, რა საცოდაობაა", - წერენ ბაიერნის გულშემატკივრები.