ვენსან კომპანი ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ კომენტარს აკეთებს:
"ბაიერნი პირველი ამოვიდა წილისყრაზე და შემდეგ ღილაკის დაჭერას ნებისმიერი გუნდი შესაძლოა მოჰყოლოდა, რის გასააზრებლადაც გარკვეული დრო დამჭირდა."
"ახლა ორ ინგლისურ კლუბს და პარი სენ-ჟერმენს ვეთამაშებით. ყველა მათგანი ფავორიტებს შორისაა. გარდა ამისა, ჩემთვის განსაკუთრებული იქნება ბელგიურ კლუბებთან თამაშიც."
"ვიცით, რომ ექვსი გამარჯვება საუკეთესო რვა გუნდში მოგვახვედრებს, ოთხი მოგებით კი პლეიოფს ვითამაშებთ. ჩვენ საუკეთესო რვა გუნდში მოხვედრა გვსურს, რადგან ლიგის ფინალში გასვლაზე ვოცნებობთ", - თქვა კომპანიმ.