მიუნხენის ბაიერნმა ფლორიან ვირცის შემდეგ სატრანსფერო დუელი კიდევ ერთხელ წააგო და ამჯერად ნიკ ვოლტემადე დაკარგა.
დაუსრულებელი საგა საბოლოოდ დასრულდა და ვოლტემადე პრემიერ ლიგაში, კერძოდ ნიუკასლში წავიდა, სადაც მას წლიურად 8 მილიონი ევრო დაუნიშნეს.
ეს იმას ნიშნავს, რომ ბაიერნმა გადასახადი მხოლოდ შტუტგარტს ვერ დაუკმაყოფილა, რადგან ვოლტემადეს თანხმობა 8 მილიონზე სწორედ იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელს დიდი ფინანსური მოთხოვნილებები არ ჰქონია.
შტუტგარტი ბაიერნისგან 70-75 მილიონ ევროს ითხოვდა, ნიუკასლმა კი გერმანულ კლუბს საბოლოოდ 90 მილიონ ევრომდე გადაუხადა.