უკანასკნელ დღეებში ჩელსისა და ბაიერნის ერთ-ერთი უმთავრესი განსახილველი თემა ნიკოლას ჯექსონის სატრანსფერო ღირებულებასა და ფეხბურთელის ხელფასს ეხება.
ახლახანს დაიწერა, რომ საბოლოოდ აფრიკელი ფორვარდის ხელფასს თავიდან ბოლომდე ბაიერნი გადაიხდის, რომელიც 7 მილიონი ევრო იქნება.
ჯერჯერობით არ ვიცით თუ რამდენად იქნება იჯარის ბოლოში გამოსყიდვის ვალდებულება, თუმცა, სავარაუდოდ, ეს ერთადერთი საშუალებაა იმისა, რომ კლუბმა ჯექსონი საიჯარო ხელშეკრულებით დაიმატოს.