ზაფხულის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარა პირველ სექტემბერს იხურება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბაიერნს ტრანსფერის ან ტრანსფერების გასაკეთებლად კიდევ რამდენიმე საათი აქვს დარჩენილი.
ბოლო საათებში ყველაზე აქტიურია ადემოლა ლუკმენის კანდიდატურა, თუმცა ატალანტამ დაინტერესებულ კლუბებს უკვე აცნობა, რომ ტრანსფერი ან პერმანენტული იქნება, ან ისეთი იჯარა, რომელსაც ბოლოში გამოსყიდვის ვალდებულება ექნება.
საფინალო ფაზაშია გასული ნიკოლას ჯექსონის ტრანსფერი. უკანასკნელი ცნობებით, ჩელსი აპირებს, რომ დაშავებული ლიამ დელაპის ჩასანაცვლებლად სხვა ფეხბურთელი დაიმატოს, ჯექსონი კი ბაეირნში დატოვოს, თუმცა, დარჩენილი საათები უფრო მეტს გვეტყვის.
სხვათა შორის, დაიწერა ჩელსის 19 წლის მცველის, ჯოშ აჩეამპონგის შესახებაც, რომელიც ასევე გახლავთ ბაიერნის რადარზე. მიუხედავად ამისა, ინგლისურ პრესაში ირწმუნებიან, რომ ჩელსი მის გაშვებას უბრალოდ არ აპირებს.