ფლორიან პლეტენბერგი ნიკოლას ჯექსონის აგენტის, ალი ბარატის კომენტარს ავრცელებს, რომელიც მან საკუთარი კლიენტის ბაიერნში ტრანსფერზე გააკეთა:
"დიახ, ეს სიმართლეა, როგორც ამას Sky იტყობინება. გარიგება გუშინ საღამოს დასრულდა, თუმცა დღეიდან კლუბები კვლავ აწარმოებენ მოლაპარაკებებს. იმედი გვაქვს, რომ შეთანხმებას მივაღწევთ, რადგან ნიკოლას ჯექსონი მზადაა ბაიერნისთვის. ამ გარიგებისთვის ბოლომდე ვიბრძვით", - თქვა ბარატმა.
ზოგიერთი წყარო უკვე იმასაც წერს, რომ კლუბებს შორის შეთანხმება იჯარასა და გამოსყიდვის ოფციაზე შედგა.