რამდენიმე საათის წინ სატრანსფერო ფანჯარა ოფიციალურად დაიხურა, ბაიერნის ბოლო დანამატი კი ნიკოლას ჯექსონია.
მის გარდა კლუბმა ლუის დიასი, ჯონათან ტა და ტომ ბიშოფი დაიმატა, იონაჰ კუსი-ასარე და ლენარტ კარლი კი ბაიერნის ასაკობრივი გუნდებიდან დააწინაურეს.
აი, რამდენი დაიხარჯა საბოლოოდ შეძენილ 4 ფეხბურთელში:
ლუის დიასი ლივერპულიდან - 70 მილიონი
ნიკოლას ჯექსონი ჩელსიდან - 15 მილიონი
ჯონათან ტა ლევერკუზენიდან - 2 მილიონი
ტომ ბიშოფი ჰოფენჰაიმიდან - 300 000
ჯამში გუნდმა ზაფხულში 90 მილიონ ევრომდე დახარჯა და თუ ჯექსონის გამოსყიდვის ვალდებულებას გავითვალისწინებთ, მაშინ საბოლოო დანახარჯი 140-150 მილიონი იქნება.