იულიან ნაგელსმანმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორი შეხვედრისთვის გერმანიის ნაკრები დააკომპლექტა.
X-ზე საინფორმაციო პოსტის კომენტარებში ნაგელსმანის შერჩეულ და ზოგადად, გერმანიის ნაკრების შემადგენლობის მიმართ დიდი პესიმიზმი გაჩნდა.
"არ მჯერა, რომ გერმანიის ნაკრებს ვუყურებ"
"ბოლო წლებში, ეს შემადგენლობა ერთ-ერთი ყველაზე სუსტია"
"გერმანიას ძალიან დიდი დაღმასვლა აქვს"
"ამ შემადგენლობით მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა იოლი არ იქნება", - წერენ გულშემატკივრები.
შეგახსენებთ, რომ გერმანია მუნდიალის შესარჩევში ჯერ სლოვაკეთს ესტუმრება 4 რიცხვში, 7-ში კი ნაგელსმანის გუნდი ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს.
ფოტო:![]()
![]()