ნიკოლას ჯექსონმა ბაიერნთან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და ახლა ნელ-ნელა გუნდთან ადაპტაციასაც იწყებს.
კლუბთან ჩაწერილ ინტერვიუში სენეგალელ ფორვარდს ჰკითხეს თუ ვინ მიაჩნია ბაიერნის უდიდეს ლეგენდად, მან კი სამი ფეხბურთელი დაასახელა.
ოლივერ კანი, ტომას მიულერი და რობერტ ლევანდოვსკი არიან ის მოთამაშეები, რომლებიც ჯექსონს თავში პირველივე წამებზე მოუვიდა, თუმცა ნიკოლასმა ისიც დაამატა, რომ სია გაგრძელებადია.
შეგახსენებთ, რომ ჯექსონისთვის ბაიერნმა ჩელსის ამ ეტაპზე 15 მილიონი გადაუხადა. სენეგალელი შემტევი ბაიერნში 11 ნომერს აიღებს.