დღეში 100 000 ევრო - რა დაუჯდა ლევერკუზენს ტენ ჰაგის გუნდიდან გაგდება

დღეში 100 000 ევრო - რა დაუჯდა ლევერკუზენს ტენ ჰაგის გუნდიდან გაგდება

ერიკ ტენ ჰაგი პირველ სექტემბერს ლევერკუზენის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ისე გაათავისუფლეს, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე ნიდერლანდელმა სპეციალისტმა მხოლოდ 2 თვე იმუშავა.

როგორც Bild-მა გაავრცელა ინფორმაცია, ლევერკუზენს ტენ ჰაგისთვის კონტრაქტის გაწყვეტა და გუნდიდან გაგდება ძალიან, ძალიან ძვირი დაუჯდა.

ტენ ჰაგისთვის გადასახდელი თანხა კონტრაქტით რეგულირდება, რომელიც 2027 წლამდე იყო ძალაში. Bild-ის თქმით, ნაადრევად გაშვების გამო ტენ ჰაგი 5 მილიონ ევროს მიიღებს, თუმცა ამას ორი თვის ხელფასი დაემატება და ნიდერლანდელზე ლევერკუზენს 6 მილიონი ექნება მისაცემი.

ეს იმას ნიშნავს, რომ ლევერკუზენი 6 მილიონს 60 დღის სამუშაოში იხდის, ანუ, ტენ ჰაგი დღიური სამუშაოსთვის 100 000 ევროს აიღებს.


2-09-2025, 23:58
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2