ნიდერლანდების ეროვნული ნაკრებისა და ბრაიტონის მეკარე, ბარტ ვერბრუგენი მიუნხენის ბაიერნს დაუკავშირეს.
გავრცელებულ ინფორმაციას თავად ვერბრუგენმაც უპასუხა:
"ასეთ დიდ კლუბებთან დაკავშირება ყოველთვის დიდი კომპლიმენტია, მაგრამ ამაზე დიდად არ მიფიქრია. ჩემი აგენტი ყველაფერ ამას მარიდებს. თუ რამე ძალიან კონკრეტული გახდება და გადაწყვეტილებების მიღება იქნება საჭირო, აუცილებლად გავიგებ და თავადაც ჩავერთვები", - თქვა ვერბრუგენმა.
23 წლის ნიდერლანდელი მეკარის საბაზრო ღირებულება 30 მილიონი ევროა.