სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სლოვაკეთისა და გერმანიის ნაკრებების შეხვედრა მსოფლიოს შესარჩევში, რომელიც მასპინძლებმა 2:0 მოიგეს.
პირველი გოლი გერმანიამ მეტოქის მარცხენა მცველისგან, დავიდ ჰანცკოსგან 42-ე წუთზე მიიღო, მეორე ბურთი კი 55-ზე დავიდ სტრელეცმა გაიტანა.
საბოლოო ჯამში გერმანიის ნაკრებიდან ერთი ფეხბურთელიც კი არ გამოდგა ისეთი, რომელსაც 7-ქულიანი რეიტინგი მაინც ექნებოდა, რაც ძალიან, ძალიან უჩვეულო ამბავია.
გერმანია მომდევნო შეხვედრას 7 რიცხვში საკუთარ კედლებში გამართავს, მეტოქე კი ჩრდ.ირლანდია იქნება, რომელმაც დღეს გასვლაზე ლუქსემბურგი 3:1 დაამარცხა.
ფოტო