გეჰი უფასოდ? - ბაიერნი ინგლისელი მცველის მსურველთა სიას შეემატა

გეჰი უფასოდ? - ბაიერნი ინგლისელი მცველის მსურველთა სიას შეემატა

კრისტალ პალასის მცველი, მარკ გეჰი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ლივერპულში უნდა გადასულიყო, თუმცა ტრანსფერი ბოლოსკენ ჩაიშალა და გეჰიც პალასში დარჩა.

მიუხედავად ამისა, ინგლისელი უკანახაზელი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და მისით ლივერპულთან ერთად არაერთი გრანდია დაინტერესებული.

როგორც დაიწერა, მსურველთა სიას ახლახანს ბაიერნიც დაემატა, რომელსაც შეუძლია, რომ ფეხბურთელთან ვერბალურ შეთანხმებას ახლავე მიაღწიოს, რათა წინასწარ მეტი გარანტიები მიიღოს.

მარკ გეჰი ჯერ მხოლოდ 25 წლისაა და მასზე სერიოზული ნადირობაა გამოცხადებული. ინგლისის ნაკრების ძირითადის ფეხბურთელს გადაწყვეტილი აქვს, რომ კლუბი გამოიცვალოს და უფრო დიდი მიზნებისთვის იბრძოლოს, ეს კი ან ზამთარში მოხდება, ან მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ.


5-09-2025, 20:22
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2