ლუის დიასმა დღეების წინ ბაიერნის გაზეთთან კლუბის შესახებ ინტერვიუ ჩაწერა, საიდანაც ერთი საგულისხმო მონაკვეთი შეგვიძლია ამოვიღოთ.
კითხვა იმას ეხებოდა თუ ვინ მოახდინა წლების წინ დიასზე შთაბეჭდილება და ზოგადად, რა ახსოვდა კოლუმბიელს ბაიერნის წარსულიდან, რაზეც მან შემდეგი რამ თქვა:
"ადრე ძალიან ბევრ ფეხბურთს ვუყურებდი. ბაიერნიდან პირველ ჯერზე რობენი და რიბერი მახსენდება. გარდა ამისა, იყო კიდევ ერთი ფეხბურთელი, შვაინშტაიგერი თუ რაღაცა, არა? მახსოვს 2013 წლის ფინალი, როცა ბაიერნმა დორტმუნდს მოუგო, ამან კი ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა", - თქვა დიასმა.
რა სამწუხაროა, როცა 70-მილიონიანი კაცი კლუბის ლეგენდას ვერ იხსენებს, არა?..