მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკეთთან წაგებულ შეხვედრაში ბაიერნის ვინგერმა, სერჟ გნაბრიმ ხელის დაზიანება მიიღო.
30 წლის ფეხბურთელმა მეორე ნახევარი ხელსახვევით ითამაშა, ნაგელსმანმა კი მისი მოედნიდან გაყვანის გადაწყვეტილება 66-ე წუთზე მიიღო.
იმის ფონზე, რომ ჯამალ მუსიალა ტრავმირებულია და გნაბრის სამედიცინო დასკვნაზეც ოფიციალური განცხადება ჯერ არ ვრცელდება, შესაძლოა, ბაიერნის მომდევნო შეხვედრების ძირითად შემადგენლობაში 17 წლის კარლ ლენარტი ვიხილოთ.