უკრაინისა და საფრანგეთის ნაკრებების შეხვედრის შემდეგ, დიდიე დეშამმა მაიკლ ოლისეს მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა:
"მაიკლი ბრწყინვალეა. ის ტექნიკურად ძალიან ნიჭიერია, ბევრს დარბის და მის მოძრაობებში დიდი ინტელექტი ჩანს. ის ბაიერნისთვისაც შესანიშნავია და ჩვენთვისაც დიდ ძალას წარმოადგენს. მაიკლ ოლისე ისეთ რაღაცებს ამჩნევს, რასაც სხვები ვერ ხედავენ. მას ყველგან შეუძლია თამაში და გუნდისთვის უამრავი სიკეთე მოაქვს", - ამბობს დეშამი.
მაიკლ ოლისემ გოლი უკრაინის ნაკრებსაც გაუტანა და საბოლოოდ 8.8-ქულიანი რეიტინგით მატჩის საუკეთესოდაც დასახელდა.