ხვალ, ჩვენი დროით 22:45-ზე გერმანიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციოზე ჩრდ.ირლანდიას მიიღებს და ეცდება, რომ ჯგუფში პირველი ქულები მოიპოვოს.
იქამდე გთავაზობთ ნაგელსმანის კომენტარს, რომელიც მან ფლორიან ვირცისა და ნიკ ვოლტემადეს შესახებ გააკეთა:
"მიხარია და მომწონს, როცა ისინი ბევრ თამაშს თამაშობენ და ბევრ წუთს იღებენ, ეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მე სწორედ ამას ვითხოვ. ზოგადად ბუნდესლიგისთვის იდეალური არ არის, რომ საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელები ინგლისში გადადიან, მაგრამ ახლა ასე ხდება. ამ პერიოდში ეს საკმაოდ ნორმალურია. ფლო უკვე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშეა ჩვენთვის. ნიკიც ასეთია და მომავალშიც ასე იქნება. იმედი მაქვს, ნიკი რეგულარულად ითამაშებს ნიუკასლში, რათა სწორი გზით განვითარდეს. თუ ასე მოხდება, მაშინ ისინი ჩვენთვის დიდ როლს შეასრულებენ", - თქვა ნაგელსმანმა.