კილიან მბაპე საფრანგეთის ნაკრებშია და მსოფლიოს შესარჩევის მატჩისთვის ემზადება, რომელსც ფრანგები 9 რიცხვში ისლანდიასთან გამართავენ.
მედიასთან საუბრისას მბაპეს გერმანული კლუბების ინტერესის შესახებ ჰკითხეს, რაზეც კილიანმა ლამის მთელი ბუნდესლიგის ინტერესი დაადასტურა:
"ბევრი კლუბი მომმართავდა. ბაიერნმა მომმართა, როცა მონაკოში ცოტა უფრო ახალგაზრდა ვიყავი. დორტმუნდმაც და ლაიფციგმაც გამოიკვლიეს ჩემი ამბავი. ეს მხოლოდ სამი კლუბია, რომლებიც მახსოვს. შეიძლება სხვებიც იყვნენ, მაგრამ ვერ ვიხსენებ. ახლა ყველა მიკავშირდება, მაგრამ ცოტა გვიანია [იცინის]."