ბოლო თვეებში რამდენჯერმე დაწერეს იმის შესახებ, რომ ჰარი კეინისთვის მიმდინარე სეზონი ბაიერნში ბოლო იქნებოდა, თუმცა ამ დრომდე აღნიშნული ინფორმაცია მაინც ჭორად განიხილებოდა.
ახლახანს Talksport-ის ჟურნალისტი, რაფაელ ჰონიგშტეინი ამბობს, რომ ჰარი კეინს კარიერის ინგლისში დასრულების სურვილი და ალან შირერის რეკორდის მოხსნის ამბიციები მართლაც ამოძრავებს, ამის შესახებ კი ბაიერნის ზედა ეშელონებში ყველა ინფორმირებულია.
32 წლის ინგლისელ თავდამსხმელს ბაიერნთან ხელშეკრულება 2027 წლამდე აკავშირებს, 2026-ში კი მისი გუნდიდან წასვლის და ტოტენჰემში დაბრუნების შანსები ახლა კიდევ უფრო გაზრდილია.
თანაც, იმის ფონზე, რომ კონტრაქტის განახლების შანსები ძალიან დაბალია, ბაიერნს ურჩევნია, რომ ფეხბურთელი ნაადრევად გაუშვას და მასში გარკვეული თანხაც აიღოს, რასაც შემდგომ მისი გრძელვადიანი შემცვლელის მოყვანას მოახმარებს.
ჰონიგშტეინმა ისიც თქვა, რომ ნიკოლას ჯექსონი სიტუაციური ტრანსფერია და მას გრძელვადიან პერსპექტივაში არავინ განიხილავს.