მიუნხენის ბაიერნისა და გერმანიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა ამავე ნაკრების შანსებზე ისაუბრა, რომელიც, კროოსის აზრით, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არც ისე მაღალი იქნება:
"ჩვენ ახლა იმ გუნდებს შორის არ ვართ, რომლებსაც დიდი ამბიციები გააჩნიათ, რადგან სხვები უბრალოდ უკეთესები არიან. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ თუ საუკეთესო გერმანელი ფეხბურთელები ბოლომდე ფორმაში იქნებიან, ჩვენ დიდი ძალის წარმოდგენას შევძლებთ."
"ახლა მსოფლიო ჩემპიონობაზე ვერ ვისაუბრებთ, რადგან ამისგან ძალიან შორს ვართ, ახლა კი გაგვიმართლა, რომ ისეთ საკვალიფიკაციო ჯგუფში მოვხვდით, საიდანაც გამოვარდნა შეუძლებელია", - თქვა კროოსმა.
გერმანიის ნაკრებს მუნდიალის შესარჩევის ორი თამაშის შემდეგ 3 ქულა აქვს მოპოვებული და ცხრილის მე-3 ადგილს იკავებს.