მიუნხენის ბაიერნის ვეტერანმა, მარიო ბასლერმა, რომელიც კლუბში 1996-1999 წლებში თამაშობდა, ნიკ ვოლტემადე საჯაროდ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელმა ნიუკასლში წასვლით დიდი შეცდომა დაუშვა:
"ული ჰიონესმა კარგად თქვა, ვოლტემადე 90 მილიონი უბრალოდ არ ღირს, ნიუკასლში კი მას დიდი პრობლემები ელის. ჩემი აზრით, მან ინგლისში წასვლით არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და იქ თამაშს ვერ შეძლებს. უკეთესი იქნებოდა, თუ ის შტუტგარტში დარჩებოდა, ან ბაიერნს მიაშურებდა. ამ ახალგაზრდა ბიჭისთვის პრემიერ ლიგაში წასვლა დიდი კარიერული შეცდომა იქნება", - თქვა ბასლერმა, რომელმაც თავისი არგუმენტის გასამყარებლად ფულკრუგის მაგალითიც მოიყვანა, რომელსაც ინგლისში კარგი პერიოდი ნამდვილად არ აქვს.
ნიუკასლ იუნაიტედი თავის მომდევნო თამაშს 13 სექტემბერს ვულვერჰემპტონის წინააღმდეგ თამაშობს და ნიკ ვოლტემადეს დებიუტს სწორედ აქ უნდა ველოდოთ.