"ფეხბურთელები იყიდეს, იყიდეს და ბოლოს.." - ული ჰიონესმა ბარსელონას დასცინა

"ფეხბურთელები იყიდეს, იყიდეს და ბოლოს.." - ული ჰიონესმა ბარსელონას დასცინა

ბაიერნის საპატიო პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა ბარსელონაზე ირონიული განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ფეხბურთელების გამუდმებული ყიდვა კარგს არაფერს მოიტანს, მაგალითად კი ჰიონესმა სწორედ ბარსელონას სატრანსფერო პოლიტიკა მოიყვანა:

"ბარსელონა არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ რა ხდება, როცა ფეხბურთელებს მხოლოდ ყიდულობ, ყიდულობ, ყიდულობ და შემდეგ €1.2-მილიარდიანი ვალებით ვერაფერს აკეთებ", - თქვა ჰიონესმა.

სავარაუდოდ, ეს მაგალითი ჰიონესმა ნიკ ვოლტემადესა და ფლორიან ვირცის ტრანსფერების ჩავარდნის ფონზე გააკეთა. როგორც იცით, ბაიერნი ფეხბურთელებში დიდ ფულს უბრალოდ არ ხარჯავს, ჰიონესმა კი ამ განცხადებით თავისი შეხედულება გაამართლა.






9-09-2025, 16:31
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2