ბოლო დღეებში გერმანული მედია მანუელ ნოიერის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებაზე ალაპარაკდა, რასაც ბაიერნის მეკარემ ასეთი პასუხი გასცა:
"პირველ რიგში, ჩემთვის დაბრუნება არ უთხოვიათ. ეს იყო ჩემი შეგნებული გადაწყვეტილება, რომ სანაკრებო ფეხბურთი დამესრულებინა. შესაბამისად, უკან დაბრუნება ჩემთვის ვარიანტიც კი არ არის."
"გერმანიის ნაკრებში ძალიან სასიამოვნო პერიოდი გავატარე, საშინაო ევროპის ჩემპიონატზე ყველაფრის დასრულება კი კარგი გადაწყვეტილება იყო. გერმანული ფეხბურთისგან ბევრი რამ მივიღე და ვფიქრობ, რომ თავადაც გავეცი მცირედი მაინც", - თქვა ნოიერმა.