ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი 16 სექტემბერს დაიწყება. სტატისტიკური პროგნოზების მიხედვით, Opta-ს მონაცემებით, ტურნირის მთავარი ფავორიტი ლივერპულია — მათ მოგების შანსი 20.4%-ია.
მეორე პოზიციაზე არსენალია 16%-ით, ხოლო მოქმედი ჩემპიონი პარი სენ-ჟერმენი 12.1%-ით იმყოფება. რაც შეეხება ბაიერნს, ის ცხრილის მერვე პოზიციას 4.3%-ით იკავებს.
ტოპ 10 გუნდი Opta-ს პროგნოზით:
1. ლივერპული — 20.4%
2. არსენალი — 16%
3. პარი სენ-ჟერმენი — 12.1%
4. მანჩესტერ სიტი — 8.4%
5. ბარსელონა — 8.4%
6. ჩელსი — 7%
7. რეალი — 5.8%
8. ბაიერნი — 4.3%
9. ინტერი — 3%
10. ნიუკასლი — 3%