როგორც გახსოვთ, ული ჰიონესმა ნიკოლას ჯექსონზე თქვა, რომ სენეგალელი ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში, ბაიერნის სასტაროში 40-ჯერ ვერ მოხვდება და კლუბს მისი გამოსყიდვის ვალდებულება არ ექნება.
ცხადია, მსგავსი განცხადება ნიკოლას ჯექსონისთვის არც თუ ისე სასიამოვნო მოსასმენი იქნებოდა, თუმცა ფეხბურთელმა ბაიერნის საპატიო პრეზიდენტს გაწონასწორებული პასუხი გასცა:
"ვიცი, რომ ის კლუბის დიდი ლეგენდაა და მას დიდ პატივს ვცემ. მას იმას ვეტყვი, რომ ჩემი საქმე თამაში და გამარჯვებაში გუნდის დახმარებაა. ის, თუ რამდენ შეხვედრას ჩავატარებ, ამაზე არ ვფიქრობ. მსურს, რომ ბაიერნთან ერთად დიდ წარმატებას მივაღწიო", - თქვა ჯექსონმა.