ჩემპიონთა ლიგის პირველი შეხვედრის დაწყებამდე ოთხი დღეა დარჩენილი, ბუნდესლიგაში კი ბაიერნი ახლადაღზევებულ ჰამბურგს ეთამაშება, რომელთანაც, შესაძლოა ვენსან კომპანიმ ლიდერების დასვენების გადაწყვეტილება მიიღოს.
ლიგაზე ბაიერნს ალიანც არენაზე ჩელსის მიღება უწევს და ეჭვი არაა, რომ ის შეხვედრა გაცილებით დიდი მნიშვნელობისაა, ვიდრე ჰამბურგთან ბუნდესლიგური მატჩი, რომლის მოგებაც გუნდს გადახალისებული შემადგენლობითაც შეუძლია.
სწორედ ამიტომ, შესაძლოა, რომ დღევანდელ შეხვედრაში ისეთი ფეხბურთელები ვიხილოთ ბაიერნის სასტარტოში, როგორებიც ნიკოლას ჯექსონი, კარლ ლენარტი, საშა ბოეი, ალექსანდრ პავლოვიჩი და სხვები არიან.
ბაიერნისა და ჰამბურგის მატჩი 20:30-ზეა ჩანიშნული.