პსჟ და არამარტო ისინი - უპამეკანოს ბაიერნიდან წაყვანას 3 კლუბი ცდილობს

პსჟ და არამარტო ისინი - უპამეკანოს ბაიერნიდან წაყვანას 3 კლუბი ცდილობს

ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაიწყეს იმაზე საუბარი, რომ დაიოტ უპამეკანო ბაიერნთან ხელშეკრულებას აუცილებლად გაახანგრძლივებდა და სანერვიულო არაფერი არ იყო, მაგრამ ამ დრომდე ისე მოვედით, რომ ფრანგის კონტრაქტზე ახალი არაფერი ისმის.

ერთი ის ვიცით, რომ უპამეკანო ბაიერნისგან სახელფასო შემოსავლის გაზრდას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფრანგი ხელშეკრულების განახლებას არ აპირებს.

თავის მხრივ, ბაიერნის მცველის სიტუაციას აქტიურად აკვირდებიან პსჟ, რეალი და მანჩესტერ იუნაიტედი. იმ შემთხვევაში თუ ბაიერნი უპამეკანოს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, მაშინ 2026 წელს ფრანგს კლუბიდან წასვლა თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება.

დაიოტ უპამეკანო ბაიერნში წლიურად 10,000,000 ევროს შოულობს, ხოლო ის, თუ რამდენს ითხოვს დამატებით ფრანგი ფეხბურთელი, ჯერჯერობით უცნობია.


13-09-2025, 14:09
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2