ბაიერნის აწ უკვე ჩავარდნილ სამიზნეს, ნიკ ვოლტემადეს ნიუკასლში დებიუტი დღეს ჰქონდა, რაც გერმანელმა ფეხბურთელმა გატანილი გოლით აღნიშნა.
ნიუკასლ იუნაიტედმა ვულვერჰემპტონი 1:0 სწორედ ვოლტემადეს გოლის წყალობით დაამარცხა, საბოლოო შეფასებით კი ნიკი მატჩის საუკეთესო გახდა, - 8.3.
მისი თამაშის ნახვის შემდეგ დიდი გულისწყრომაა ბაიერნის ფანებში, რომლებიც წერენ, რომ კლუბს ვოლტემადე ყველა ფასად უნდა ეყიდა:
"ვოლტემადედან ნიკო ჯექსონამდე, ღმერთო.."
"უყურეთ მის დებიუტს რა კარგად ითამაშა? ეს ბიჭი ხელიდან არ უნდა გაგვეშვა"
"ის 10-20 მილიონი, რომელიც ვოლტემადეში დაგვენანა, შეიძლება ძალიან მწარედ ვინანოთ"
"ვოლტემადე ყველა ფასად უნდა გვეყიდა, ნიუკასლში პირდაპირ მატჩის საუკეთესო გახდა!"
"დღევანდელი დღის მერე, ვოლტემადე ჯექსონი 1-0", - წერენ ბაიერნის ფანები.