მიუნხენის ბაიერნმა სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ საათებში ჩელსიდან ნიკოლას ჯექსონი დაიმატა, რასაც კლუბის გულშემატკივარი დიდი აღტაცებით ნამდვილად არ შეხვედრია.
მიუხედავად ამისა, იყო შანსი, რომ ბაიერნს ჩელსიდან კიდევ უფრო "უცნაური" ტრანსფერი გაეკეთებინა, რის შესახებაც ახლახანს The Telegraph-მა დაწერა.
წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბაიერნმა ჯექსონთან ერთად ჩელსის საუბარი რაჰიმ სტერლინგზეც დაუწყო, რომელსაც ახალ სეზონში საერთოდ არ უთამაშია და როგორც ელიან, სტერლინგი მინდორზე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დადგომამდე ვერც გამოვა.
ჰოდა, ებერლი და მისი გუნდი ასეთი ფეხბურთელის ყიდვას ცდილობდნენ, ვის ფონზეც ნიკოლას ჯექსონი ერთბაშად პელე, მარადონა, მესი და რონალდოა.