ბაიერნის კანადელმა მცველმა, ალფონსო დევისმა მარტში ისეთი დაზიანება მიიღო, რამაც ფეხბურთელს რამდენიმე თვე გამოატოვებინა.
საბედნიეროდ, დევისის დაბრუნების თარიღი ძალიან მოახლოვდა და როგორც იწერება, ბაიერნს კანადელი მცველი მომდევნო თვეში უნდა დაუბრუნდეს.
დევისის არყოფნაში მარცხენა მცველის პოზიციას იოსიპ სტანისიჩი ავსებს, სადაც დევისის დაბრუნება, ცხადია, გუნდს უდიდეს მუხტსა და ძალას მისცემს!