ახალი სეზონის ჩემპიონთა ლიგა დღეს იწყება, პირველი ტურის შეხვედრები კი ხუთშაბათის ჩათვლით ჩატარდება.
სეზონის დაწყებამდე ჩაატარეს რამდენიმე სიმულაცია ხელოვნური ინტელექტის დახმარებით იმის გამოსაკვლევად თუ ვინ გახდებოდა 2025/2026 წლების ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი.
ჰოდა, სუპერკომპიუტერმა საბოლოოდ ასეთი ათეული დაასახელა:
1. ერლინგ ჰოლანდი (მანჩესტერ სიტი)
2. კილიან მბაპე (რეალი)
3. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
4. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
5. ჰარი კეინი (ბაიერნი)
6. ალექსანდერ ისაკი (ლივერპული)
7. ვიქტორ იოკერესი (არსენალი)
8. უსმან დემბელე (პსჟ)
9. უგო ეკიტიკე (ლივერპული)
10. რაფინია (ბარსელონა)
ჰარი კეინი მეხუთე ადგილზე.. ალბათ, უკეთესის მოლოდინები გქონდათ და იმედია, რომ ბაიერნი იმაზე კარგ შთაბეჭდილებას დატოვებს, ვიდრე ელიან!