გუშინ ჩელსისთან შეხვედრაში ბაიერნის ბოლო ჯანმრთელი მარცხენა მცველიც დაშავდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდში ახლა ამ პოზიციაზე ყველა ტრავმირებულია.
როგორც მედიაში იწერება, სტანისიჩმა მარჯვენა მუხლის დაზიანება მიიღო და Bild-ის თქმით, ფეხბურთელი 2-3 კვირამდე გამოტოვებს.
დაახლოებით იგივე სიტუაციაა ჰიროკი იტოსა და ალფონსო დევისის შემთხვევაში. როგორც წერენ, ერთიც და მეორეც დაბრუნებას უახლოვდება, თუმცა გუნდს გარისკვა და საქმის დაჩქარება არ სურს.
თამაშთან ყველაზე ახლოს რაფაელ გერეიროა, რომელსაც ბოლო მატჩებში მცირედი დრო ეძლევა, მაგრამ, აშკარაა, რომ პორტუგალიელს სრული დატვირთვით თამაში ჯერ არ შეუძლია.
ამდენად, უახლოეს შეხვედრებში ბაიერნის დაცვის ფლანგებზე საშა ბოეის (მარჯვნივ) და კონრად ლაიმერს (მარცხნივ) უნდა ველოდოთ, ნელ-ნელა კი გერეიროს სათამაშო წუთები გაეზრდება და უფრო მეტი დატვირთვით დაიწყებს თამაშს.