დროა ბაიერნმა ბერკეტები აამუშავოს - რას გეგმავს ბარსელონა ჰარი კეინთან დაკავშირებით

დროა ბაიერნმა ბერკეტები აამუშავოს - რას გეგმავს ბარსელონა ჰარი კეინთან დაკავშირებით

Flashscore-ს ინსაიდერი, დინ ჯოუნსი წერს, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს ბაიერნიდან ჰარი კეინის წაყვანას არაერთი გრანდი ეცდება, სიას კი ახლახანს ბარსელონაც შეემატა.

ესპანურ კლუბში რობერტ ლევანდოვსკის დრო ნელ-ნელა ასაკის გამო იწურება, ჰარი კეინს კი ბარსელონაში პოლონელი თავდამსხმელის იდეალურ მემკვიდრედ განიხილავენ.

გარდა ამისა, სავსებით რეალურად მიაჩნიათ პრემიერ ლიგაში დაბრუნებაც, რადგან ალან შირერის რეკორდის მოხსნა ჰარი კეინს ჯერ კიდევ შეუძლია.

ამ მომენტისთვის თითქოს ყველაფერი წყნარადაა და კეინის მომავალს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ სიტუაცია ნებისმიერ წამს შეიძლება შეიცვალოს, რაზეც გამუდმებული ინფორმაციული სპეკულაციები მეტყველებს.

რა შეუძლია ბაიერნს მეტი სიმშვიდის მოსაპოვებლად? ალბათ, ის, რომ კეინთან კონტრაქტის თემაზე ვერბალური შეთანხმება მაინც დადოს და თუ წერილობითიც მოხერხდება, ეს უკვე აბსოლუტურ გარანტიად ჩაითვლება.


20-09-2025, 14:56
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2