გერმანული მედიის გიგანტმა, კერძოდ Bild-მა და მისმა ჟურნალისტმა, ალფრედ დრაქსლერმა ჰარი კეინს ბოდიში საჯაროდ და დაუფარავად მოუხადა.
დრაქსლერი წერს, რომ ის ერთ-ერთი იყო იმ ადამიანებში, რომლებიც 30 წლის კეინში 100 მილიონი ევროს გადახდას ეწინააღმდეგებოდა, ახლა კი დრაქსლერი ამბობს, რომ მწარედ შეცდა და კეინმა ყველაფერი პირიქით დაამტკიცა:
"ვეწინააღმდეგებოდი, რომ ფეხბურთელში ბაიერნს გადაეხადა ამხელა ფული, რომელსაც ტიტული არასდროს ჰქონდა მოგებული და უკვე 30-იანთა კლუბში იყო. მიუხედავად ამისა, ის საოცარ ფორმაშია და ერთი დაზიანებაც კი არ მიუღია! ეს ყველაფერი მის პროფესიონალიზმზე მიუთითებს, რის გამოც კეინს ბოდიშს ვუხდი", - დაწერა Bild-ის ჟურნალისტმა.