როგორც იცით, ჟოაო პალინია ბაიერნიდან ტოტენჰემში სეზონის ბოლომდე იჯარით არის წესული და წერენ, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი უკან აღარ დაბრუნდება.
ბაიერნის მფლობელობაში მყოფი მოთამაშე ინგლისში და ტოტენჰემში თავს კარგად გრძნობს და მოტივირებულია, რომ პრემიერ ლიგაში არა იჯარით, არამედ პერმანენტულად დაბრუნდეს.
ჟურნალისტი ბენ იაკობსი პალინიას ფასად 30 მილიონ ევროს ასახელებს. იჯარის ბოლოში ტოტენჰემის გამოსყიდვის ვალდებულების ნაცვლად, გამოსყიდვის ოფცია ექნება, თუმცა პალინიას სჯერა, რომ ინგლისური კლუბი ამ ნაბიჯს აუცილებლად გადადგამს.
მოკლედ, პორტუგალიელი ფეხბურთელი ტოტენჰემის ძირითად შემადგენლობაში მალევე მოხვდა და ახლა ბაიერნი დაბრუნებაზე აღარც კი ფიქრობს.