მიუნხენის ბაიერნის ლეგენდა, ლოთარ მათეუსი, რომელიც უკვე 64 წლის გახლავთ, გუშინდელ ოქროს ბურთის ცერემონიალზე 26 წლის შეყვარებულით მივიდა, რამაც სოც.ქსელებში დიდი გამოხმაურება მიიღო.
აი, რას წერენ მათეუსის და მისი 38 წლით უმცროს შეყვარებულზე, ტერესა ზომერზე, რომლებსაც თავიდან მედიამ ყურადღება დიდად არ მიაქცია, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ კი ხალხმა ამაზე საუბარი აქტიურად დაიწყო:
"მომეცი ფული, მე კი რასაც მთხოვ, იმას მოგცემ"
"მათეუსი რომ თამაშობდა, ეს გოგო დაბადებულიც კი არ ყოფილა"
"რომ დავბერდები, არავინ იცის თავად რა სიგიჟეს ჩავიდენ, ასე რომ, არ გავაკრიტიკებ"
"ეს გოგო მათეუსის ყოველ ჩახველებაზე იღიმის?"
"ასეთი ისტორიები ერთბაშად ძალიან სასაცილო და სევდიანია", - წერენ სოც.ქსელებში.