ჟურნალისტი ბენ იაკობსი წერს, რომ ბაიერნმა ნიკოლას ჯექსონთან წინასწარ შეთანხმებას უკვე მიაღწია და საფუძველი სიტყვიერ კონტრაქტს უკვე დაუდო, რის ხარჯზეც სამომავლოდ სხვა კლუბები გარიგებაში ვერ ჩაერთვებიან.
როგორც იწერება, ბაიერნი შესაძლოა აღარც კი დაელოდოს ჯექსონის შესასრულებელ 40-თამაშიან გეგმას და ფეხბურთელი ჩელსიდან ისედაც გამოისყიდოს, გადახდის სახით კი კლუბს 65 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
გარდა ამისა, ბენ იაკობსი იმასაც ამბობს, რომ 5-წლიანი კონტრაქტის გასაფორმებლად ბაიერნი ფასის შემცირებაზეც იმუშავებს და ეცდება, რომ ნახსენები 65 მილიონი ევრო მაქსიმალურ დონემდე შეამციროს.
დასკვნის სახით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კლუბში ჯექსონისადმი დამოკიდებულება პოზიტიურია და მისი მომავალი ბაიერნთან ახლა უფრო მყარადაა დაკავშირებული.