ესპანურმა AS-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიუნხენის ბაიერნმა ზაფხულში ხელიდან სერიოზული ტალანტი გაუშვა.
საქმე აწ უკვე მადრიდის რეალის უკანახაზელს, დინ ჰუისენს ეხება, რომელიც 20 წლის ასაკში ძირითადში ხვდება როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში და მისგან დიდი კარიერის შექმნას მოელიან.
ალი ბარატი, ჰუისენის აგენტი (სხვათა შორის, ბარატი ჯექსონის აგენტიცაა) ამბობს, რომ ზაფხულში ბაიერნი ერთ-ერთი კლუბი იყო იმ შვიდიდან, რომლებიც ჰუისენის ბორნმუთიდან წაყვანას ცდილობდნენ, საბოლოოდ კი რბოლაში გამარჯვებული მადრიდის რეალი დარჩა.
როგორც იცით, ჰუისენი ესპანელია და მისთვის მადრიდის რეალი ძალიან ბევრს ნიშნავს, თუმცა ბაიერნს გაზის პედალზე მალევე რომ დაეჭირა ფეხი, შესაძლოა რეალამდე საქმე არც მისულიყო.