ბაიერნის ხელმძღვანელმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ კლუბის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა და გაკვრით ფლორიან ვირცსაც შეეხო:
"დიახ, ჩვენ გვინდოდა, რომ ნიკ ვოლტემადე დაგვემატებინა, მაგრამ ბაიერნი საკმარისად ბრძენი და ჭკვიანია იმისათვის, რომ ყველანაირ სიგიჟე გარიგებასა და მოლაპარაკებებში ჩაერთოს. გარდა ამისა, დიახ, ძალიან ვწუხვარ ფლორიან ვირცის გამო, რომლის ბაიერნში გადმოსვლაც, ჩემი აზრით, ბევრად კარგი გადაწყვეტილება იქნებოდა. ჩვენ გვსურს და ვაპირებთ, რომ დიდ სპორტულ წარმატებას მივაღწიოთ, თუმცა ამას სტაბილური ფინანსური მდგომარეობით გავაკეთებთ", - თქვა რუმენიგემ.
ნიკ ვოლტემადესგან განსხვავებით, ფლორიან ვირცის პრემიერლიგური კარიერა საშინლად იწყება. ახალ სეზონში გერმანელ ფეხბურთელს ჯერ არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა გაუკეთებია, რაც ხალხს კიდევ უფრო აფიქრებს იმის შესახებ თუ რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო ახალგაზრდა ფეხბურთელმა ბაიერნის უარით გასტუმრებით.