რომანომ დაადასტურა - რა უნდა გააკეთოს ბაიერნმა ჰარი კეინის შესანარჩუნებლად

რომანომ დაადასტურა - რა უნდა გააკეთოს ბაიერნმა ჰარი კეინის შესანარჩუნებლად

ჰარი კეინის ბაიერნიდან წასვლაზე ფაბრიციო რომანოც ალაპარაკდა, რომლის თქმითაც ყველაფერი ფეხბურთელის სამომავლო გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული:

"ტოტენჰემი და ტომას ფრანკი კარს უხსნიან ჰარი კეინის კლუბში დაბრუნებას, თუმცა უმთავრესი სწორედ ფეხბურთელის გადაწყვეტილება იქნება, რომელსაც კეინი სეზონის ბოლოს მიიღებს", - წერს ჟურნალისტი.

ეს იმას ნიშნავს, რომ 2026 წლის ზაფხულში კეინს მაგიდაზე ორი ვარიანტი ექნება, - ან ბაიერნში დარჩეს და კიდევ ერთი სეზონი გაატაროს კლუბთან ერთად, ან ტოტენჰემში უფასოდ დაბრუნდეს და ალან შირერის პრემიერლიგური რეკორდის მოსახსნელად გააგრძელოს ბრძოლა.

სავარაუდოდ, ამას ბაიერნში ყურადღებას აქედანვე მიაქცევენ და შესაძლოა კეინს კონტრაქტის უკეთესი ვერსიაც შესთავაზონ, რათა ფეხბურთელმა სეზონის ბოლოს კურსი არ შეიცვალოს და კლუბიდან წასვლა არ გადაწყვიტოს.


24-09-2025, 19:25
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2