უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ დაიოტ უპამეკანო ბაიერნისგან გაზრდილ ხელფასს და ახალ კონტრაქტს ითხოვს, რაზეც კლუბისგან თანხმობა დღემდე არ ისმის.
სხვათა შორის, ახლახანს კარლ-ჰაინც რუმენიგეს გასაახლებელ კონტრაქტებზე ჰკითხეს და მან მოჭრით თქვა, რომ ხანდახან მოთხოვნის უარყოფაც აუცილებელია.
ჰოდა, ეჭვი არაა, რომ რუმენიგე უპამეკანოს კონტრაქტს გულისხმობდა. როგორც წერენ, ფრანგი მცველი იმავე კალიბრის ფეხბურთელად თვლის თავს, როგორებიც იოზუა კიმიხი, მაიკლ ოლისე და დანარჩენები არიან, შესაბამისად, მასაც სურს ხელფასი 20 მილიონ ევრომდე.
იმის გათვალისწინებით, რომ ბაიერნი ლიმიტზე მეტის გადახდით არასდროს გამოირჩეოდა და კლუბი ამდენი ხანი აყოვნებს უპამეკანოს მოთხოვნების დაკმაყოფილებას, სავარაუდოდ, ფრანგი მცველი უახლოეს მომავალში ახალი კლუბის ძიებას დაიწყებს!