ფაბრიციო რომანო წერს, რომ ზაფხულში ტურინის იუვენტუსმა ბაიერნს იოსიპ სტანისიჩის ტრანსფერზე მიმართა, თუმცა ბაიერნის მიერ დასახელებულმა ფასმა იტალიელებს უკან დაახევინა.
როგორც გაირკვა, ბაიერნის ხელმძღვანელობამ ხორვატ მცველში 50 მილიონი ევრო მოითხოვა, რაც იუვენტუსისთვის იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე მოლოდინები იყო.
თუმცა, რაიმე ტიპის გარიგება მაინც რომ შემდგარიყო, ბაიერნმა იუვეს საშა ბოეი შესთავაზა, რადგან მაშინ ტურინელებს განაპირა მცველის დამატება აუცილებლად სჭირდებოდათ, მაგრამ ბოეის წაყვანა იუვენტუსმა უბრალოდ არ ისურვა.
მიუხედავად ამისა, იუვენტუსი ხაზზე მაინც რჩება და შესაძლოა, ამ ორი მცველიდან ერთ-ერთს მაინც მოუბრუნდეს, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ ბაიერნი ორივეს გაყდვისთვის არის მზად.