ხვალ ბაიერნი ბუნდესლიგაში ვერდერს ეთამაშება, იქამდე გამართულ პრესკონფერენციაზე კი ვენსან კომპანიმ და მაქს ებერლმა ჰარი კეინის შესაძლო წასვლაზე ისაუბრეს:
"ახლა ის შესანიშნავ ფორმაშია, სხვა თემის განხილვა კი არ მსურს! ჰარის უნდა, რომ ტიტულები მოიგოს და ამის გაკეთება ბაიერნთან ერთად შეუძლია. მისი ამჟამინდელი მიზანი სწორედ ეს გახლავთ", - თქვა კომპანიმ.
კომპანის სიტყვებს ებერლის განცხადებაც ერთვის თან:
"ის, თუ როგორ იქცევა და როგორ წარმოაჩენს საკუთარ თავს, გვარწმუნებს, რომ ჰარი კეინი ჩვენი ერთგული იქნება. ჩვენ გვსურს, რომ მასთან ხანგრძლივად ვითანამშრომლოთ, თავად კეინი კი საკმარისად ასაკიანია იმისათვის, რომ გადაწყვეტილებები თავად მიიღოს, იქნება ეს კონტრაქტის თემაზე თუ სხვა რამ", - თქვა ებერლიმ.