Bild-ის ჟურნალისტის, ტობი ალტშაფლის ინფორმაციით, ბაიერნიდან უპამეკანოს წაყვანის ყველაზე რეალური კანდიდატი ლივერპულია, რომლიდანაც, თავის მხრივ, იბრაჰიმა კონატეა ახლოს წასვლასთან.
კონატესაც და უპამეკანოსაც თავიანთ კლუბებთან კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ სეზონის ბოლოს ბაიერნსა და ლივერპულს უბრალოდ ფეხბურთელების გაცვლა შეეძლებათ.
ერთადერთი გზა, სადაც ბაიერნს უპამეკანოს წასვლის შემთხვევაში ფულის აღება შეეძლება, ეს ზამთარში გაკეთებული ტრანსფერი იქნება, კონტრაქტის ამოწურვამდე 6 თვით ადრე, ინტერესს კი ფეხბურთელის მიმართ ლივერპულთან ერთად მადრიდის რეალიც გამოხატავს.