დღეს, ბაიერნი 22:30-ზე ბუნდესლიგის მე-5 ტურს ხსნის, სადაც გუნდი ვერდერს უმასპინძლებს და სეზონში ზედიზედ მერვე გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.
ბოლოს სეზონის სტარტზე 7 თამაშიდან შვიდივე ბაიერნმა ნიკო კოვაჩის დროს, 2018/19 წლების სეზონში მოიგო, ზედიზედ რვა გამარჯვება კი ბოლოს კარლო ანჩელოტის დროს იყო (2016/17).
ჰოდა, თუ დღეს ბაიერნი ვერდერს დაამარცხებს, კომპანი ანჩელოტის შედეგს გაიმეორებს. ზოგადად, ბაიერნის სტარტი ევროპული გრანდებიდან ტოპ 5 ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეულია, რის გამოც ამ სეზონში კლუბს დიდ შედეგებს უწინასწარმეტყველებენ.