მედია აქტიურად განიხილავს დაიოტ უპამეკანოს კონტრაქტის საკითხს, რომელიც ხელფასის გაზრდაზე უარის თქმის შემთხვევაში კლუბიდან წასვლას სერიოზულად განიხილავს.
როგორც ჩანს, ბაიერნში საჭიროდ ჩათვალეს ამაზე კომენტარის გაკეთება. აი, რას ამბობს ებერლი ფრანგი მცველის ხელშეკრულების განახლებასთან დაკავშირებით:
"როდესაც კლუბი გადაწყვეტს, რომ შესაფერისი დრო დადგა, სწორედ მაშინ დავიწყებთ მოლაპარაკებებს დახურულ კარს მიღმა", - ამბობს ებერლი.
ეს იმას ნიშნავს, რომ უპამეკანოს დღევანდელი მოთხოვნებით ბაიერნი მოლაპარაკებებში ჩაბმას არ აპირებს და ფრანგ მცველს საკუთარი გეგმების ხელახლა გადახედვა მოუწევს.