უკვე არაერთი იტალიური გამოცემა წერს იმის შესახებ, რომ დუშან ვლაჰოვიჩი ზაფხულში იუვესთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ კლუბიდან წასვლას აპირებს.
თავის მხრივ, გერმანიაში იმას წერენ, რომ სერბი ფორვარდი ბაიერნის რადარზეა და შესაძლოა, ახალი სეზონი რეკორდმაისტერმა ვლაჰოვიჩთან ერთად დაიწყოს.
მოახდენს თუ არა გავლენას დუშანის შესაძლო ტრანსფერი კეინის მომავალზე? ფაქტი, რომ კომპანი ძირითადად 4-3-3 სქემით თამაშობს, ნიშნავს იმას, რომ გუნდში ერთი ცხრიანია საჭირო, რომელსაც შედარებით დაბალი რანგის შემცვლელი სჭირდება, ამ კატეგორიაში კი ვლაჰოვიჩი ნამდვილად არ ჯდება.
ვინ იცის, შეიძლება მართლაც წავიდეს გუნდიდან ჰარი კეინი 2026 წელს, მის სანაცვლოდ კი ბაიერნმა სერბი ფეხბურთელი დაიმატოს. ერთი ისაა, რომ ვლაჰოვიჩს და კეინს ერთ გუნდში თამაში ძალიან უნდა გაუჭირდეთ გარდა იმ შემთხვევისა, თუ მწვრთნელი სათამაშო სქემას 4-4-2-ზე გადააწყობს.