დაბრუნდება თუ არა ინგლისის პრემიერ ლიგაში ალან შირერის რეკორდის მოსახსნელად, ამ კითხვას კეინმა ვერდერთან მოგებული მატჩის შემდეგ უპასუხა:
"ალან შირერის რეკორდის მოხსნა? არა, ეს ჩემს გონებასა და ფიქრებში ახლა საერთოდ არ არის. როდესაც ინგლისიდან წამოვედი, ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა ოდესმე დავბრუნებულიყავი და რეკორდის მოხსნა მეცადა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ბაიერნში ვარ, ამაზე საერთოდ აღარ ვფიქრობ", - თქვა კეინმა.
ალან შირერი პრემიერ ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია 260 გოლით, კეინის ანგარიშზე კი 213 ბურთი გახლავთ.