მას შემდეგ, რაც ბაიერნი უარით გაისტუმრა და ლივერპულში თამაში გადაწყვიტა, ფლორიან ვირცს მთლად კარგი სეზონი ნამდვილად ვერ აქვს, რასაც ფეხბურთელი Sky-სთან საუბარში ასე ხსნის:
"შესაძლოა, ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ პრესინგის გამო ძალიან ბევრს დავრბივარ და დიდი ფიზიკური სამუშაოს გაწევა მიწევს, რის შემდეგაც სათამაშოდ საკმარისი ენერგია აღარ მრჩება. ის, რომ პრესინგის გამო ვიღლები, შემდეგ იმაზეც აისახება, რომ ბურთის სწრაფად გაცემას ვცდილობ და ვერ ვხვდები ისეთ სიტუაციებში, სადაც ძირითადად ყოველთვის ვიყავი ხოლმე. მწვრთნელს ამაზე ვესაუბრე და ვფიქრობ, რომ დროის სვლასთან ერთად ყველაფერი შეიცვლება", - თქვა ვირცმა.
ახალგაზრდა გერმანელ ფეხბურთელს ცნობილ 007-ის თემაზე უკვე ეხუმრებიან (0 გოლი, 0 ასისტი და 7 თამაში), თუმცა ვირცი საკუთარ მომავალში დარწმუნებულია და სჯერა, რომ თამაშის გამოსწორებას შეძლებს.
რა იქნებოდა, ბაიერნში რომ გადმოსულიყო, ეს არ ვიცით, მაგრამ, ფაქტია, რომ ლივერპულური კარიერა ფლორიანისთვის კატასტროფულად იწყება.