დაიოტ უპამეკანოს წაყვანით მადრიდის რეალი და ლივერპული არიან დაინტერესებული, მათ სიას კი ახლა ბარსელონაც დაემატა.
ბარსელონასთან დაკავშირებულმა Semprebarca-მ დაწერა, რომ ესპანური კლუბი მზადაა 50 მილიონ ევროდ დაფასებული უპამეკანოს ტრანსფერისთვის იბრძოლოს, ან წინადადება სეზონის ბოლოსთვის შემოინახოს, როცა ფრანგი მცველი თავისუფალი აგენტი გახდება.
უკვე თვეზე მეტია რაც ვიცით, რომ უპამეკანოს ბაიერნისგან გაზრდილი ხელფასი და ახალი კონტრაქტი სურს, რაზეც კლუბისგან თანხმობა არსაიდან ისმის.
თუ ბაიერნი საბოლოოდ გადაწყვეტს, რომ უპამეკანოს შეელიოს, მაშინ მის გაყიდვას ზამთარში უნდა ველოდოთ, რათა კლუბმა პოტენციური რამდენიმე ათეული მილიონი არ დაკარგოს.